ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა

ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების არსი, აქტუალურობა და მასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემები;
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართულებით არსებული რისკები;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო სტანდარტები;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის მოთხოვნები და საზედამხედველო ჩარჩო საქართველოში;
- პრევენციული ღონისძიებების და კონტროლის მექანიზმების ზოგადი მიმოხილვა (პროცედურა “იცნობდე შენს კლიენტს”, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, გარიგებების მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა);
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების გავრცელებული მეთოდები და უახლესი ტენდენციები.
ტრენერი:
ტრენინგს გაუძღვება ნინო ბარათაშვილი. მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით.
სამიზნე აუდიტორია:
ტრენინგი განკუთვნილია პირთათვის, ვისაც სურს დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. მათ შორის შესაძლებელია იყვნენ ამ კანონით დადგენილი ანგარიშვალდებული პირების:
- ხელმძღვანელები
- AML სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
- იურიდიული სამსახურის თანამშრომლები
- აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
- რისკის მართვის თანამშრომლები
- კლიენტთა მომსახურე პერსონალი
- თემატიკით დაინტერესებული პირები
საორგანიზაციო დეტალები:
- ტრენინგის დღე - 8, 9 და 10 ივლისი
- ტრენინგის საათი - 19:00 - 21:30
- შესვენება - 15 წუთი coffee break
- ტრენინგის ღირებულება - 750 ლარი
- ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

































































