პრევენციული ღონისძიებები და რისკზე დაფუძნებული მიდგომა

ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აგრეთვე, კურსი მოიცავს ორგანიზაციის წინაშე არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების მეთოდოლოგიის და მართვის საშუალებების მიმოხილვას. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- პრევენციული ღონისძიებების არსი და მნიშვნელობა;
- რისკზე დამყარებული მიდგომის არსი და მნიშვნელობა;
- პროცედურა „იცნობდე შენს კლიენტს“;
- რისკ-ფაქტორების მიმოხილვა, ანალიზი და რისკის შეწონვა;
- რისკის დონის განსაზღვრა საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას;
- სტანდარტული, გაძლიერებული და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები;
- ინფორმაციის მოპოვება, მისი დამუშავების და შენახვის წესები.
ტრენერი:
ტრენინგს გაუძღვება ნინო ბარათაშვილი. მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით.
სამიზნე აუდიტორია:
ტრენინგი განკუთვნილია პირთათვის, ვისაც სურს დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. მათ შორის შესაძლებელია იყვნენ ამ კანონით დადგენილი ანგარიშვალდებული პირების:
- ხელმძღვანელები
- AML სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
- იურიდიული სამსახურის თანამშრომლები
- აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
- რისკის მართვის თანამშრომლები
- კლიენტთა მომსახურე პერსონალი
- თემატიკით დაინტერესებული პირები
საორგანიზაციო დეტალები:
- ტრენინგის დღე -
- ტრენინგის საათი -
- შესვენება - 15 წუთი coffee break
- ტრენინგის ღირებულება -
- ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

































































