img

Trainings

CDC მაღალკვალიფიციური ტრენერების გუნდით დაკომპლექტებული სასწავლო სივრცეა, რომელიც გთავაზობთ ქართული საგანმანათლებო ბაზრისთვის როგორც ნაცნობ, ისე სრულიად უცხო და არადამახასიათებელ ტრენინგებს. ვიზიარებთ რა საერთაშორისო გამოცდილებას, მუდმივად ვაახლებთ სასწავლო კურსების ჩამონათვალს.
ცენტრში ფუნქციონირებს, როგორც სასერტიფიკატო კურსები, ასევე - მოკლე და გრძელვადიანი, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე. საკუთარი საქმის მცოდნე ტრენერები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ CDC არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც განსხვაებული თემატიკის ტრეინინგებთან ერთად გთავაზობთ ტრენინგებს AML/CFT მიმართულებით.
ჩვენთან შეგიძლიათ, აქციოთ ცოდნა წარმატების მიღწევის საშუალებად!