img

Software

CDC გთავაზობთ სააღრიცხვო პროგრამას ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის https://webapp.e-thing.ge/#/Login . პროგრამის შესაძლებლობები უნიკალურია და სრულიად პასუხობს საკანონმდებლო და მარეგულირებლის მოთხოვნებს. იგი შექმნილია ეროვნულ და კომერციულ ბანკებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ და მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ნებისმიერი ზომისა და მასშტაბის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საჭიროებები.
პროგრამა დაწერილია თანამედროვე პროგრამულ ენაზე და საშუალებას იძლევა, ოპერაციები და კონტროლი განხორციელდეს ნებისმიერი ადგილიდან.
პროგრამის ფუნქციონალი
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ცენტრალიზებულად წარმართვა
• სრულყოფილი სააღრიცხვო მოდული (ყველა ვალუტა, სპეც. კურსები, ოპერაციების შექმნა-გაუქმება, შემოსავალი-გასავალი, გარე კონვერტაციები, ეროვნული ბანკის კურსებთან ინტეგრაცია და ა.შ)
• სრულყოფილი რეპორტინგი, როგორც შიდა მოხმარების, ასევე, მარეგულირებლისთვის განკუთვნილი ანგარიშგებების ფორმების (მათ შორის AML ანგარიშგების) ავტომატური ფორმირება
• ბუღალტრული აღრიცხვის მოდული (საფინანსო უწყისები, ხარჯებისა და დანახარჯების აღრიცხვა, მომგებიანობის დათვლის განსხვავებული მეთოები)
• ორმაგი ავტორიზაცია და თანხობრივი ლიმიტების მართვა
• ინფორმაციის დაცულობის უმაღლესი სტანდარტი
სრულყოფილი AML/CFT მოდული
• KYC პროცესის მართვა და კლიენტების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია
• კლიენტების ბაზის ფორმირება
• კლიენტისთვის რისკის დონის ავტომატური მინიჭება
• სანქცირებული პირების და პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) გამოვლენა
• ოპერაციების ავტომატური ბლოკირება
• მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (მათ შორის ერთი პირეის და ურთიერთდაკავშირებული პირების მიერ განხორციელბული დანაწევრებული ოპერაციები) ავტომატური გამოვლენა
• AML/CFT ანგარიშგების ავტომატური ფორმირება და ნებისმიერი პერიოდის ანგარიშგების რეკონსტრუირება
აღსანიშნავია, რომ CDC არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, პარტნიორ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს უსასყიდლოდ უწევს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე გადასცემს კანონმდებლობის შესაბამის AML/CFT პროცედურებს რაც, თავის მხრივ, სანქცირების რისკების მინიმუმადე დაყვანის წინაპირობაა.
ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და თქვენგან დამოკუდებლად უზრუნველყოფს პროგრამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას.