ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა

img

ტრენინგის შესახებ:
კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია ფულის გათეთრების და ტერორიზსმი დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
•    ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებით აქტუალურობა და მასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემები;
•    ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებით აღკვეთის საერთაშორისო სტანდარტები;
•    ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებით აღკვეთის სამართლებრივი და საზედამხედველო ჩარჩოს საქართველოში;
•    პრევენციული ღონისძიებების და კონტროლის მექანიზმების ზოგადი მიმოხილვა (პროცედურა იცნობდე შენს კლიენტს, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, გარიგებების მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა)
•    ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების გავრცელებული მეთოდები და უახლესი ტენდენციები.

ტრენერი:
კურსს გაუძღვება თამარ ჭელიძე. თამარს აქვს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. უკანასკნელი წლების მანძილზე იგი პროკრედიტ ბანკში ხელმძღვანელობდა შესაბამისობის განყოფილებას, ხოლო 2017-2019 წლებში მუშაობდა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ამჟამად თამარი არის იშბანკ საქართველოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელი.

სამიზნე აუდიტორია:
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინასების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებს“ საქართველოს კანონით დადგენილი ანგარიშვალდებული პირების:
•     მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
•    იურიდიული სამსახურის თანამშრომლები
•    აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
•    რისკის მართვის თანამშრომლები
•    კლიენტთა მომსახურე პერსონალი 
•    თემატიკით დაინტერესებული პირები 

საორგანიზაციო დეტალები:

•    ტრენინგის დღე -  
•    ტრენინგის დრო - 19: 00 - 22:00
•    შესვენება - 15 წუთი coffee break
•    ტრენინგის ღირებულება - 650 ლარი
•   ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო  დღის განმავლობაში

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი

 


რეგისტრაცია