ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა

img

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების არსი, აქტუალურობა და მასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემები;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართულებით არსებული რისკები;
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო სტანდარტები;
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის მოთხოვნები და საზედამხედველო ჩარჩო საქართველოში;
  • პრევენციული ღონისძიებების და კონტროლის მექანიზმების ზოგადი მიმოხილვა (პროცედურა იცნობდე შენს კლიენტს, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, გარიგებების მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა);
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების გავრცელებული მეთოდები და უახლესი ტენდენციები.

ტრენერი:

ტრენინგს გაუძღვება ნინო ბარათაშვილი. მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით.

სამიზნე აუდიტორია:

ტრენინგი განკუთვნილია პირთათვის, ვისაც სურს დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. მათ შორის შესაძლებელია იყვნენ ამ კანონით დადგენილი ანგარიშვალდებული პირების:

  • ხელმძღვანელები
  • AML  სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
  • იურიდიული სამსახურის თანამშრომლები
  • აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
  • რისკის მართვის თანამშრომლები
  • კლიენტთა მომსახურე პერსონალი
  • თემატიკით დაინტერესებული პირები

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დღე - 
  • ტრენინგის საათი - 19:00 - 21:30
  • შესვენება - 15 წუთი coffee break
  • ტრენინგის ღირებულება - 
  • ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

რეგისტრაცია