ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია

img

ტრენინგის შესახებ:
კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ეროვნული ბანკის შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენის, იდენტიფიკაციის და მათი ვინაობის გადამოწმების შესახებ. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
•    ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა და დადგენის მეთოდები;
•    ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებული სირთულეები;
•    ოფშორული იურისდიქციები
•    სატრასტო ურთიერთობა და მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურები
•    ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები;
•    ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებები და სანდო წყაროები.

ტრენერი:
ტრენინგს გაუძღვება ნინო ბარათაშვილი. მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით.

სამიზნე აუდიტორია:
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინასების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებს“ საქართველოს კანონით დადგენილი ანგარიშვალდებული პირების:
•     მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
•    იურიდიული სამსახურის თანამშრომლები
•    აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
•    რისკის მართვის თანამშრომლები
•    კლიენტთა მომსახურე პერსონალი 
•    თემატიკით დაინტერესებული პირები 

საორგანიზაციო დეტალები:

•    ტრენინგის დღე - 
•    ტრენინგის საათი -
•    შეხვედრის ადგილი - Zoom
•    ტრენინგის ღირებულება - 
•    ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი