AML/CFT შესაბამისობის აუდიტი
CDC გთავაზობთ ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ მომსახურებას - AML/CFT აუდიტს.
რეგულირებას დაქვემდებარებული პირებისთვის AML/CFT რეგულაციები ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყურადღებო და რისკების შემცველ ნაწილს წარმოადგენს, რეგულაციების კომპლექსურობისა და სანქციების ზომების გათვალისწინებით.
ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია, უპირველესად, თავად ესმოდეს, რა ტიპის რისკებთან არის დაკავშირებული მისი შიდა პროცესები და განხორციელებული გარიგებები. ამავდროულად, მომზადებული შეხვდეს მარეგულირებლის მხრიდან AML/CFT მიმართულებით დაგეგმილ შემოწმებებს.
მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, უმეტესწილად, საკუთარი აუდიტის სამსახური აქვთ, რომელიც გეგმიურად ამოწმებს ორგანიზაციის შესაბამისობას AML/CFT კანონმდებლობასთან, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება დამოუკიდებელი, გარე AML/CFT აუდიტის ჩატარება, რათა მიუკერძოვებლად მოხდეს შიდა კონტროლის სისტემის შესწავლა და ხარვეზების თუ ნაკლოვანებების დროულად გამოვლენა.
AML/CFT აუდიტი მოიცავს
• ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის სისტემის ექსპერტიზას
• მონიტორინგის პროცესის, კანონმდებლობასთან და ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის სისტემასთან შესაბამისობის ექსპერტიზას
• კლიენტებთან და მათ მიერ განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებით ორაგნიზაციის მიერ გატარებული პრევენციული ზომების ექსპერტიზას
• ორგანიზაციის AML/CFT სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებისა და სტრუქტურული მოწყობის ექსპერტიზას
• ML/TF რისკების მართვის მიზნით ორგანიზაციის სტრუქტურული მოწყობის და პასუხისმგებლობების გადანაწილების ადეკვატურობის დადგენას
• და სხვ.
აუდიტის დასრულების შედეგად, ორგანიზაცია მიიღებს სრულყოფილ ანგარიშს გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ. ამავდროულად, რეკომენდაციებს მათ გამოსასწორებლად თუ გასაუმჯობესებლად.