ჩვენ შესახებ

საკონსულტაციო კომპანია CDC ქართულ ბაზარზე ოპერირებს და არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უწევს საფინანსო სისტემის (და არა მარტო) მონაწილეებს AML/CFT შესაბამისობის მიმართულებით, საკონსულტაციო, აუდიტორული, პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურებისა და ტრენინგების მეშვეობით. 
ჩვენი მოვახერხეთ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის მონაწილე კომპანიების უმეტესობამ უკვე ისარგებლა ჩვენი ერთჯერადი თუ გრძელვადიანი მომსახურებით. ჩვენს პორტფელში გაერთიანებულია როგორც ბანკები, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერები, სადაზღვეო კომპანიები, საბროკერო კომპანიები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ა.შ. 
CDC - ის მისიაა ხელი შეუწყოს შესაბამისობის კულტურის ამაღლებას ქვეყანაში და დაეხმაროს ორგანიზაციებს ამ პროცესთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში. 
ჩვენი მიზანია, გავხდეთ შესაბამისობასთან (და არა მხოლოდ AML/CFT შესაბამისობასთან) დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი ყველაზე საიმედო კომპანია საქართველოში. 
კომპანიის დამფუძნებელს გააჩნიია საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდლიება (და არა მარტო AML/CFT მიმართულებთ). კონსულტანტებისა და აუდიტორების გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, უზრუნველყონ მომსახურების მაღალი ხარისხი.
შეამცირეთ რისკები და მიიღეთ საიმედო გადაწყვეტილებები CDC - სთან ერთად!