img

AML/CFT შესაბამისობის კონსალტინგი

AML/CFT საკონსულტაციო მომსახურების გზით ჩვენ ვეხმარებით მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანაში.
ყველა ორგანიზაცია უნიკალურია, ჩვენ გიწევთ კონსულტაციას და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
ჩვენი მომსახურებები
შიდა კონტროლის სისტემის დიზაინი და იმპლემენტაცია - მომსახურება მოიცავს, ბიზნეს პროცესის მახასიათებლების მიხედვით, კონტროლის ორგანიზაციული სისტემის განსაზღვრას, ასევე კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკა-პროცედურების შემუშავებას და სხვა.
ორაგნიზაციული რისკების შეფასების დიზაინი და იმპლემენტაცია - მომსახურება მოიცავს ორგანიზაციის კომპლექსურობისა და სტრატეგიის შესაბამისი რისკების იდენტიფიცირების სისტემის დანერგვას, რისი მეშვეობითაც, შეძლებთ, განსაზღვროთ მიტიგაციის ადეკვატური ღონისძიებები და ეფექტურად გადაანაწილოთ რესურსები.
ტექნოლოგიური კონსალტინგი - მომსახურება მოიცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ეფექტურობისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი მახასიათებლების განსაზღვრას და კონსულტაციებს.