იურიდიული მოლაპარაკებები

img

ტრენინგის შესახებ:

კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია მოლაპარაკებების, როგორც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ინსტრუმენტის შესახებ. თანამედროვე სამყაროში წარმატება პირდაპირ პროპორციულია ადამიანის შესაძლებლობებზე, ჰქონდეს კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი აძლევს შესაძლებლობას რომ კლიენტის სურვილები მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული, ხოლო რისკები მინიმალურად შემცირებული. კურსი წარიმართება  ინტერაქიული  მეთოდით და  მსმენელს საშუალება ექნება პრაქტიკული სავარჯიშოების  მეშვეობით, შეადგინონ დოკუმენტები და ამოხსნან კაზუსები. კურსის ფარგლებში განხილული და შესწავლილი იქნება შემდეგი საკითხები:

  • შესავალი, წარდგენა, ტრენინგის თემის მოკლე მიმოხილვა;
  • მოლაპარაკებები, როგორ დავის გადაწყვეტის, ან თავიდან არიდების საშუალება;
  • ეთიკა მოლაპარაკების პროცესში;
  • მოლაპარაკების დაგეგმვა და ინფორმაციული ტაქტიკა;
  • პრაქტიკული სავარჯიშოები - გუნდურად და ინფდივიდუალურად;
  • მოლაპარაკებების სტრატეგიები;
  • კლიენტის სურვილი, სურვილის ასრულების შესაძლებლობა, ვაჭრობა, სუსტი და ძლიერი მხარეების აწონვა,  საუკეთესო შედეგი, საშუალო შედეგი, წარუმატებელი შედეგი;
  • საბოლოოდ შემაჯამებელ ქეისზე მუშაობა.

ტრენერი:
კურსს გაუძღვება ნათია ბურდული. ნათიას  აქვს საქართველოს უმსხვილეს კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ის სპეციალიზებულია კორპორატიულ და საინვესტიციო სამართალში, კომერციული კონტრაქტების შედგენასა და მოლაპარაკებების წარმართვაში, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქირავნობის საკითხებში, ნათიას პროფესიული გამოცდილება ასევე, მოიცავს მსხვილ ტრანზაქციების მართვასა და სუპერვაიზინგს, კომპანიების ყველა სახის იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ნათიას პროფესიონალური პრაქტიკა გამყარებულია ძლიერი აკადემიური გამოცდილებით. იგი არის სამართლის მაგისტრი და ფლობს მაგისტრის ხარისხს (LLM) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით. ნათია იყო სამართლის ლექტორი თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორს.

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენიგის დღე -
  • ტრენიგის საათი -
  • შესვენება - 15 წუთი coffee break
  • ტრენიგის ღირებულება -
  • ტრენიგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში

ტრენიგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.