CDC ბიზნესისთვის

CDC ბიზნესისთვის

„სი დი სი“ (CDC)  ეხმარება კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს, მათ ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ან ვინც უკვე დიდი ხანია ოპერირებს ბაზარზე, მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას თავის საქმიანობაში.

ბიზნეს პროცესების ეფექტურად სამართავად, ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან კორპორატიულ ტრენინგებს.  

საერთაშორისო გამოცდილებასა და კლიენტების მოთხოვნაზე დაყრდნობით, ჩვენ მუდმივად ვაახლებთ სასწავლო კურსების ჩამონათვალს, რაც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ  თქვენთვის სასურველი თემატიკა.

კონკრეტული დღის წესრიგი მუშავდება დამკვეთთან კონსულტაციებისა და შესაბამისი აუცილებლობის გათვალისწინებით. ტრენინგების დასრულების შემდგომ, მივმართავთ  უკუკავშირის პრაქტიკას, რათა შევაფასოთ კურსის ეფექტიანობა და ის, თუ რამდენად გაიზარდა აუდიტორიის პროდუქტიულობის მაჩვენებელი.  

ჩვენი პრიორიტეტია “Case study”  - ის მეთოდი, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი დროის დათმობას პრაქტიული სავარჯიშოებისა და როლური თამაშებისთვის, ეს, თავის მხრივ, ზრდის ტრენინგის ეფექტიანობას.

ტრენინგების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ტრენინგები

CDC Trainings - თქვენი წარმატებისთვის!