კალენდარი

ინფორმაციული სისტემების აუდიტი (IT აუდიტი)
ტრენინგის შესახებ: კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებისთვის ინფორმაციული სისტემების აუდიტის განსახორციელებლად საჭირო ცოდნისა და ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება. IT აუდიტის პროცესებთან დაკავშირებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების უნარების განვითარება. მოსალოდნელი შედეგი: ტრენინგის შემდეგ მისი მონაწილეები შეძლებენ IT აუდიტის ძირითადი პროცესების წარმართვას. გაეცნობიან IT აუდიტის და მარწმუნებელი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს. გაეცნობიან IT აუდიტის სხვადასხვა ასპექტებს და ტექნიკებს, კერძოდ: ბიზნეს უწყვეტობის აუდიტს, აპლიკაციურ კონტროლებს, სისტემის შემუშავების და მიღების აუდიტს, წვდომის კონტროლის აუდიტს, ქსელის უსაფრთხოების აუდიტს, IT ოპერაციების აუდიტს და სხვა. გაეცნობიან აუდიტის ანგარიშგების და კომუნიკაციის მეთოდებს. სამიზნე აუდიტორია: • კომპანიის აუდიტის კომიტეტის წევრები • კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები • აუდიტორები • საშუალო და მაღალი რგოლის IT მენეჯერები • რისკების მართვის პროფესიონალები • IT პროფესიონალები ტრენერი: კურსს გაუძღვება ივანე ჯავრიშვილი. ივანეს აქვს IT სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, როგორც კომერციულ ბანკებში ასევე საჯარო საფინანსო სექტორში IT მენეჯმენტის, IT რისკების მართვის და IT აუდიტის მიმართულებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ივანე ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული ბანკის IT დეპარტამენტს. მანამდე იგი მუშაობდა IT აუდიტორად ბანკ რესპუბლიკასა და ეროვნულ ბანკში. ამჟამად ივანე არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის - ფინკას (FINCA Impact Finance) გლობალური IT აუდიტის დირექტორი. ივანე გააჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საბანკო საქმიანობაში. ივანეს წლების განმავლობაში არის საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროფესიონალი პრაქტიკოსი IT მმართველობის, რისკების მართვის, IT უსაფრთხოების და IT აუდიტის მიმართულებით, ფლობს რა რამდენიმე ყველაზე ცნობად საერთაშორისო პროფესიულ სერტიფიკატს: CRISC - Certified in Risk and Information System Control; CGEIT - Certified in the Governance of Enterprise IT; CISA - Certified Information Systems Auditor; CISSP - Certified Information Systems Security Professional; CISM - Certified Information Security Manager; ტრენინგის საკითხები: • ინფორმაციული სისტემების აუდიტის პროცესი ✓ IT აუდიტის ფუნქციის მართვა ✓ ISACA-ს IT აუდიტის და მარწმუნებელი საქმიანობის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ✓ IT რისკი ✓ IT კონტროლები ✓ IT აუდიტის განხორციელება ✓ აუდიტის შედეგების კომუნიკაცია ✓ IT კონტროლის თვითშეფასება • IT მმართველობის აუდიტი ✓ IT-ს როლი კომპანიის IT მმართველობაში ✓ დოკუმენტაციის მიმოხილვა ✓ შესაბამისობა საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებთან • ბიზნეს უწყვეტობის აუდიტი ✓ ბიზნეს უწყვეტობის გეგმის მიმოხილვა ✓ ტესტირების შედეგების შეფასება ✓ ინტერვიუ საკვანძო პერსონალთან ✓ BCP-თან დაკავშირებული კონტრაქტების მიმოხილვა ✓ სადაზღვევო ხელშეკრულებების მიმოხილვა • აპლიკაციური კონტროლების აუდიტი ✓ სისტემაში ტრანზაქციული ნაკადი ✓ აპლიკაციური კონტროლების ანალიზისათვის რისკის შეფასები მოდელი ✓ მომხმარებელთა მიერ პროცედურების დაცვის ტესტირება და დაკვირვება ✓ მონაცემთა მთლიანობის ტესტირება ✓ აპლიკაციების ტესტირება ✓ უწყვეტი ონლაინ აუდიტი ✓ პროგრამული ცვლილებების აუდიტი • სისტემების შემუშავების, შეძენის და მხარდაჭერის აუდიტი ✓ პროექტების მართვა ✓ განხორციელებადობის კვლევა v მოთხოვნების განსაზღვრა ✓ პროგრამის შეძენის პროცესი ✓ დეტალური დიზაინი და შემუშავება ✓ ტესტირება ✓ დანერგვის ფაზა ✓ დანერვის შემდგომი მიმოხილვა ✓ ცვლილებების მართვის პროცედურები და მიგრაცია • ინფრასტრუქტურის და ოპერაციების აუდიტი ✓ აპარატურის მიმოხილვა ✓ ოპერაციული სისტემების მიმოხილვა ✓ მონაცემთა ბაზების მიმოხილვა ✓ ქსელური ინფრასტრუქტურის მიმოხილვა ✓ IT ოპერაციების მიმოხილვა ✓ პრობლემების მართვის ანგარიშგების მიმოხილვა • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი ✓ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი ✓ ლოგიკური წვდომების აუდიტი ✓ უსაფრთხოების ტესტირების სხვადასხვა ტექნიკა • ქსელის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების აუდიტი ✓ ქსელის აუდიტი ✓ მოშორებული წვდომების აუდიტი • გარემოს კონტროლის აუდიტი ✓ წყლისა და კვამლის დეტექტორები ✓ ხანძარქრობა ✓ სერვერული ცენტრის ცეცხლგამძლე იატაკი, კედლები და ჭერი ✓ უწყვეტი კვების წყარო და გენერატორი ✓ ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი ✓ ბიზნეს უწყვეტობის ტესტირება და მისი დოკუმენტირება • ფიზიკური წვდომის აუდიტი საორგანიზაციო დეტალები: • ტრენინგის დღე - • ტრენინგის საათი - • შესვენება - 15 წუთი coffee break • ტრენინგის ღირებულება - 700 ლარი • ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი

დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდები
ტრენინგის შესახებ: კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს დავების მოგვარების სახეობებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია. კორპორატიულ, ბიზნეს, თუ უბრალოდ სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების მოგვარების გზების ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა გართულებული სიტუაციებიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავალი მოინახოს. დავის მოგვარების საშუალებები გარდა უბრალოდ და მარტივად მოლაპარაკებისა, არის სასამართლო, არბიტრაჟი, მედიაცია, ასევე გვაქვს აღსრულების ერ. ბიუროს გამარტივებული წარმოება. აღნიშნული კურსი საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ როდის, რომელი ინსტრუმენტის გამოყენებთ შესაძლებელია დაზოგოთ დრო, სახსრები და მიიღოთ საუკეთესო შედეგი. კურსი წარიმართება ინტერაქიული მეთოდით და მსმენელს საშუალება ექნება პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, შეადგინონ დოკუმენტები და ამოხსნან კაზუსები. კურსის ფარგლებში განხილული და შესწავლილი იქნება შემდეგი საკითხები: შესავალი, წარდგენა, ტრენინგის თემის მოკლე მიმოხილვა; ზოგადი მიმოხილვა დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების შესახებ; დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების სახეები; დავის ალტერნატიული გადაწყვეტა არბიტრაჟში; მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობა; აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოება; დავების მოგვარების ალტერნატიული გზები და ხანდაზმულობის ვადები; ტრენინგის შეჯამება. ტრენერი: კურსს გაუძღვება სამართლის ექსპერტები ნათია ბურდული და ნათია ბაღბაია. ნათია ბურდულს აქვს საქართველოს უმსხვილეს კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სპეციალიზებულია კორპორატიულ და საინვესტიციო სამართალში, კომერციული კონტრაქტების შედგენასა და მოლაპარაკებების წარმართვაში, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქირავნობის საკითხებში, ნათიას პროფესიული გამოცდილება ასევე, მოიცავს მსხვილ ტრანზაქციების მართვასა და სუპერვაიზინგს, კომპანიების ყველა სახის იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ნათიას პროფესიონალური პრაქტიკა გამყარებულია ძლიერი აკადემიური გამოცდილებით. იგი არის სამართლის მაგისტრი და ფლობს მაგისტრის ხარისხს (LLM) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით. ნათია იყო სამართლის ლექტორი თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორს. ნათია ბაღბაიას პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით, აქვს კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, კორპორაციული სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები, ბიზნეს დავები, კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ის მუშაობდა იურისტად კერძო კომპანიებში, არბიტრაჟში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და საჯარო დაწესებულებაში. იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. გავლილი აქვს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მოსამართლის თანაშემწის კურსი, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი სამიზნე აუდიტორია: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტარტაპ კომპანიების მენეჯერები და დამფუძნებლოები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თემატიკით დაინტერესებული პირები საორგანიზაციო დეტალები: ტრენიგის დღე - ტრენიგის საათი - შესვენება - 15 წუთი coffee break ტრენიგის ღირებულება - ტრენიგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში ტრენიგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.

სახელშეკრულებო ურთიერთობები
ტრენინგის შესახებ: კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულების, როგორც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ინსტრუმენტის შესახებ. თანამედროვე სამყაროში ყველა - დაწყებული ინდივიდიდან, დასრულებული სახელმწიფოთი ყოველდღიურ რეჟიმში ხილულად, თუ უხილავად ხდება სხვადასხვა სახის ხელშეკრულების მონაწილე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კვაკიფიკაცია, რათა მიზნები მიხწეულ იქნას შეძლებისდაგვარად დაბალი რისკებით. კურსი წარიმართება ინტერაქიული მეთოდით და მსმენელს საშუალება ექნება პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, შეადგინონ დოკუმენტები და ამოხსნან კაზუსები. კურსის ფარგლებში განხილული და შესწავლილი იქნება შემდეგი საკითხები: ხელშეკრულების, როგორც გარიგების სახეობა; ხელშეკრულების ფორმები: ზეპირი, წერილობითი; ხელშეკრულები სახეები; ხელშეკრულების არსებითი პირობები; ოფერტი, აქცეპტი; ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა; ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა. ტრენერი: კურსს გაუძღვება სამართლის ექსპერტები ნათია ბურდული და ნათია ბაღბაია. ნათია ბურდულს აქვს საქართველოს უმსხვილეს კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სპეციალიზებულია კორპორატიულ და საინვესტიციო სამართალში, კომერციული კონტრაქტების შედგენასა და მოლაპარაკებების წარმართვაში, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქირავნობის საკითხებში, ნათიას პროფესიული გამოცდილება ასევე, მოიცავს მსხვილ ტრანზაქციების მართვასა და სუპერვაიზინგს, კომპანიების ყველა სახის იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ნათიას პროფესიონალური პრაქტიკა გამყარებულია ძლიერი აკადემიური გამოცდილებით. იგი არის სამართლის მაგისტრი და ფლობს მაგისტრის ხარისხს (LLM) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით. ნათია იყო სამართლის ლექტორი თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორს. ნათია ბაღბაიას პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით, აქვს კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, კორპორაციული სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები, ბიზნეს დავები, კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ის მუშაობდა იურისტად კერძო კომპანიებში, არბიტრაჟში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და საჯარო დაწესებულებაში. იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. გავლილი აქვს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მოსამართლის თანაშემწის კურსი, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი. სამიზნე აუდიტორია: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები; სტარტაპ კომპანიების მენეჯერები და დამფუძნებლოები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თემატიკით დაინტერესებული პირები საორგანიზაციო დეტალები: ტრენიგის დღე - ტრენიგის საათი - შესვენება - 15 წუთი coffee break ტრენიგის ღირებულება - ტრენიგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში. ტრენიგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.

იურიდიული მოლაპარაკებები
ტრენინგის შესახებ: კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია მოლაპარაკებების, როგორც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ინსტრუმენტის შესახებ. თანამედროვე სამყაროში წარმატება პირდაპირ პროპორციულია ადამიანის შესაძლებლობებზე, ჰქონდეს კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი აძლევს შესაძლებლობას რომ კლიენტის სურვილები მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული, ხოლო რისკები მინიმალურად შემცირებული. კურსი წარიმართება ინტერაქიული მეთოდით და მსმენელს საშუალება ექნება პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, შეადგინონ დოკუმენტები და ამოხსნან კაზუსები. კურსის ფარგლებში განხილული და შესწავლილი იქნება შემდეგი საკითხები: შესავალი, წარდგენა, ტრენინგის თემის მოკლე მიმოხილვა; მოლაპარაკებები, როგორ დავის გადაწყვეტის, ან თავიდან არიდების საშუალება; ეთიკა მოლაპარაკების პროცესში; მოლაპარაკების დაგეგმვა და ინფორმაციული ტაქტიკა; პრაქტიკული სავარჯიშოები - გუნდურად და ინფდივიდუალურად; მოლაპარაკებების სტრატეგიები; კლიენტის სურვილი, სურვილის ასრულების შესაძლებლობა, ვაჭრობა, სუსტი და ძლიერი მხარეების აწონვა, საუკეთესო შედეგი, საშუალო შედეგი, წარუმატებელი შედეგი; საბოლოოდ შემაჯამებელ ქეისზე მუშაობა. ტრენერი: კურსს გაუძღვება ნათია ბურდული. ნათიას აქვს საქართველოს უმსხვილეს კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სპეციალიზებულია კორპორატიულ და საინვესტიციო სამართალში, კომერციული კონტრაქტების შედგენასა და მოლაპარაკებების წარმართვაში, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქირავნობის საკითხებში, ნათიას პროფესიული გამოცდილება ასევე, მოიცავს მსხვილ ტრანზაქციების მართვასა და სუპერვაიზინგს, კომპანიების ყველა სახის იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ნათიას პროფესიონალური პრაქტიკა გამყარებულია ძლიერი აკადემიური გამოცდილებით. იგი არის სამართლის მაგისტრი და ფლობს მაგისტრის ხარისხს (LLM) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით. ნათია იყო სამართლის ლექტორი თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორს. საორგანიზაციო დეტალები: ტრენიგის დღე - ტრენიგის საათი - შესვენება - 15 წუთი coffee break ტრენიგის ღირებულება - ტრენიგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში ტრენიგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.

































































