ვაჭრობის დაფინანსებისას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვა

img

ტრენინგის შესახებ:
კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ გარიგებებში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მომატებულ რისკების იდენტიფიკაციის,შ ეფასების და მართვის შესახებ. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
•    ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების მიმოხილვა;
•    დოკუმენტაციით მანიპულირების მეთოდები;
•    ვაჭრობის დაფინანსების გარიგებებში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათ მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები;
•    რისკის მართვა და კონტროლის მექანიზმები გარიგების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე;
•    გარიგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებები და სანდო წყაროები;
•    საეჭვო გარიგების მაგალითები.

ტრენერი:
კურსს გაუძღვება თამარ ჭელიძე. თამარს აქვს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. უკანასკნელი წლების მანძილზე იგი პროკრედიტ ბანკში ხელმძღვანელობდა შესაბამისობის განყოფილებას, ხოლო 2017-2019 წლებში მუშაობდა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ამჟამად თამარი არის იშბანკ საქართველოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელი.

სამიზნე აუდიტორია, კომერციული ბანკის:
•    მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
•    აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
•    რისკის მართვის თანამშრომლები
•    კლიენტთა მომსახურე პერსონალი
•    ანგარიშსწორების სამსახურის ტანამშრომლები 
•    თემატიკით დაინტერესებული პირები 

საორგანიზაციო დეტალები:

•    ტრენინგის დღე - 
•    ტრენინგის საათი -
•    შესვენება - 15 წუთი coffee break
•    ტრენინგის ღირებულება - 
•    ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი