სახელშეკრულებო ურთიერთობები

img

ტრენინგის შესახებ:

კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულების, როგორც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ინსტრუმენტის შესახებ. თანამედროვე სამყაროში ყველა -  დაწყებული ინდივიდიდან, დასრულებული სახელმწიფოთი ყოველდღიურ რეჟიმში ხილულად, თუ უხილავად  ხდება სხვადასხვა სახის ხელშეკრულების მონაწილე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კვაკიფიკაცია, რათა მიზნები მიხწეულ იქნას შეძლებისდაგვარად დაბალი რისკებით. კურსი წარიმართება  ინტერაქიული  მეთოდით და  მსმენელს საშუალება ექნება პრაქტიკული სავარჯიშოების  მეშვეობით, შეადგინონ დოკუმენტები და ამოხსნან კაზუსები. კურსის ფარგლებში განხილული და შესწავლილი იქნება შემდეგი საკითხები:

  • ხელშეკრულების, როგორც გარიგების სახეობა;
  • ხელშეკრულების ფორმები: ზეპირი, წერილობითი;
  • ხელშეკრულები სახეები;
  • ხელშეკრულების არსებითი პირობები;
  • ოფერტი, აქცეპტი;
  • ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა;
  • ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა.

ტრენერი:

კურსს გაუძღვება სამართლის ექსპერტები ნათია ბურდული და ნათია ბაღბაია.  ნათია ბურდულს აქვს საქართველოს უმსხვილეს კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სპეციალიზებულია კორპორატიულ და საინვესტიციო სამართალში, კომერციული კონტრაქტების შედგენასა და მოლაპარაკებების წარმართვაში, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქირავნობის საკითხებში, ნათიას პროფესიული გამოცდილება ასევე, მოიცავს მსხვილ ტრანზაქციების მართვასა და სუპერვაიზინგს, კომპანიების ყველა სახის იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ნათიას პროფესიონალური პრაქტიკა გამყარებულია ძლიერი აკადემიური გამოცდილებით. იგი არის სამართლის მაგისტრი და ფლობს მაგისტრის ხარისხს (LLM) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით. ნათია იყო სამართლის ლექტორი თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორს.

ნათია ბაღბაიას პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით, აქვს კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, კორპორაციული სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები, ბიზნეს დავები, კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ის მუშაობდა იურისტად კერძო კომპანიებში, არბიტრაჟში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და საჯარო დაწესებულებაში. იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. გავლილი აქვს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მოსამართლის თანაშემწის კურსი, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი.

სამიზნე აუდიტორია:

  • იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები;
  • სტარტაპ კომპანიების მენეჯერები და დამფუძნებლოები
  • მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები 
  • თემატიკით დაინტერესებული პირები 

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენიგის დღე -
  • ტრენიგის საათი -
  • შესვენება - 15 წუთი coffee break
  • ტრენიგის ღირებულება -
  • ტრენიგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში.

ტრენიგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.