ვაჭრობის დაფინანსებისას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვა

img

ტრენინგის შესახებ:
კურსის მიზანია დამსწრეებს მიაწოდოს ინფორმაცია ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ გარიგებებში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მომატებულ რისკების იდენტიფიკაციის,შ ეფასების და მართვის შესახებ. კერძოდ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
•    ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების მიმოხილვა;
•    დოკუმენტაციით მანიპულირების მეთოდები;
•    ვაჭრობის დაფინანსების გარიგებებში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათ მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები;
•    რისკის მართვა და კონტროლის მექანიზმები გარიგების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე;
•    გარიგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებები და სანდო წყაროები;
•    საეჭვო გარიგების მაგალითები.

ტრენერი:

ტრენინგს გაუძღვება ნინო ბარათაშვილი. მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით.

სამიზნე აუდიტორია, კომერციული ბანკის:
•    მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
•    აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
•    რისკის მართვის თანამშრომლები
•    კლიენტთა მომსახურე პერსონალი
•    ანგარიშსწორების სამსახურის ტანამშრომლები 
•    თემატიკით დაინტერესებული პირები 

საორგანიზაციო დეტალები:

•    ტრენინგის დღე - 
•    ტრენინგის საათი -
•    შეხვედრის ადგილი - Zoom
•    ტრენინგის ღირებულება - 
•    ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუსაო დღის განმავლობაში

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი