About Us

ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

სი დი სი(CDC) 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, მოკლე დროში, შევძელით და შევქმენით მაღალკვალიფიციური ტრენერების გუნდით დაკომპლექტებული სასწავლო სივრცე.

„სი დი სი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ტრენინგებს AML/CFT მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაცია ACAMS-თან, რომლის მიზანია AML დარგის ექსპერტების ჩამოყალიბება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, თქვენ შეგეძლებათ, გაიაროთ კურსი ჩვენს ცენტრში, აქვე ჩააბაროთ გამოცდა, აიღოთ ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისო დონის სერტიფიკატი და გახდეთ პროფესიონალი ფინანსური დანაშაულის აღმოჩენასა და პრევენციაში.

„სი დი სი“-ს გუნდი ორიენტირებულია მაღალ სტანდარტსა და ხარისხზე. ვიზიარებთ რა საერთაშორისო გამოცდილებას, მუდმივად ვაახლებთ სასწავლო კურსების ჩამონათვალს. ის, რისი სწავლაც ჩვენთან შეგიძლიათ, სრულებით უცხო და არადამახასიათებელია ქართული საგანმანათლებლო ბაზრისთვის. სპეციფიკური, პროფესიული ტრენინგების ფარგლებში, ჩვენთვის პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: საბანკო და სადაზღვევო საქმე, ფინანსები და საერთაშორისო სანქციები.
ცენტრში ფუნქციონირებს, როგორც სასერტიფიკატო კურსები, ასევე - მოკლე და გრძელვადიანი, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე. საკუთარი საქმის მცოდნე ტრენერები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას.

„სი დი სი“ თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის, ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენ ვაკავშირებთ უნივერსიტეტის სტუდენტებს მათ პოტენციურ დამსაქმებლებთან. ვაძლევთ საშუალებას, ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, გაიარონ სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში და შეიძინონ პირადი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი პრაქტიკული გამოცდილება.

„სი დი სი“-ს მისიაა, გადმოგცეთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანსა და მოთხოვნადს გაგხდით დასაქმების ბაზარზე, გაგიუმჯობესებთ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით და დაგეხმარებათ, გაზარდოთ პროდუქტიულობის მაჩვენებელი.

ჩვენთან შეგიძლიათ, აქციოთ ცოდნა წარმატების მიღწევის საშუალებად!